პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია

დამატებულია 7 წლის წინ

filter_list ყველა სიახლე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან  15 ოქტომბრის ჩათვლითაცხადებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე რეგისტრაციას.



ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.



რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.



აპლიკანტებს საშუალება აქვთ  გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge  ვებ გვერდის მეშვეობით.



გისურვებთ წარმატებას!




 




 

sendგაზიარება
commentკომენტარები