მისია

 

სასწავლებლის მისიაა, მოამზადოს  სოფლის მეურნეობის  დარგის კვალიფიცირებული სპეციალისტები და თავისი წვლილი  შეიტანოს საქართველოში ძლიერი სოფლისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.

სასწავლებლის მიზანია, განავითაროს საკუთარი სასწავლო-საწარმოო ბაზა და  სტუდენტებს სპეციალობისათვის საჭირო ყველა პრაქტიკული  უნარ-ჩვევა შესძინოს. ეს მისწრაფება, ერთი მხრივ, ეხმაურება დაინტერესებული ახალგაზრდების სურვილს, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, მეორე მხრივ კი, პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნას მისი კვალიფიცირებული კადრებით მომარაგების თვალსაზრისით, ამასთან ერთად, სასწავლებელი წარმოადგენს საცდელ-კვლევით ბაზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტისათვის.

სასწავლებელი მომდევნო წლების მანძილზე ესწრაფვის, ჩამოყალიბდეს პროფესიული განათლების წამყვან კერად აგრარულ სფეროში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, თანდათანობით კი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებს შორის.

სასწავლებლის გუნდი ცდილობს:

  • ოთხმოცდაათწლიან სასწავლო ტრადიციაზე დაყრდნობით ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს;
  • უზრუნველყოს სრულფასოვანი პრაქტიკა და წაახალისოს სტუდენტის აქტიური მონაწილეობა სასწავლო პროცესში;
  • ხელი შეუწყოს სტუდენტების დასაქმებას და მათ მეირ შეძენილი ცოდნის გამოყენებას;
  • სასწავლებელში შექმნას კარგი გარემო სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრებისთვის, რომელიც არა მხოლოდ ცოდნის მიღებაზე, არამედ სტუდენტთა პიროვნულ განვითარებასა და მათ სოციალიზაციაზეც იქნება ორიენტირებული;

სასწავლებლის გუნდი პატივს სცემს ადამიანის უფლებას სიცოცხლის განმავლობაში განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ და ცდილობს ღირსეული გარემო შექმნას დაინტერესებულ პირთათვის.