დამატებულია 8 წლის წინ
filter_list ყველა სიახლე
2016 წლის 22 ნოემბერს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველოფის სააგენტოს ორგანიზებით ქ. წყალტუბოში გაიმართა "საარსებო წყაროების ფორუმი", რომელშიც სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმერეთის რეგიონში მოქმედ უმაღლესი და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ სასწავლო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის პროფესიულმა კოლეჯმაც.
ფორუმზე დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ ერთ სივრცეში მიეღოთ სასურველი ინფორმაცია და ჩართულიყვნენ ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში. ფორუმის მსვლელობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე ბატონი გოგი ფაცაცია და სარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბატონი ირაკლი უჯმაჯურიძე.