სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი კორპუსის გახსნა

დამატებულია 8 წლის წინ

filter_list ყველა სიახლე

21 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსი გაიხსნა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მეცნიერებთან ერთად გახსნა.

ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს. ფაკულტეტს გააჩნია ულტრათანამედროვე ლაბორატორიები და ისეთი აღჭურვილობა, რომლის მსგავსი საქართველოში არა თუ ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, არამედ რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზეც კი, ჯერ არ არსებობს. სასწავლო კორპუსს ასევე აქვს სივრცე სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად და იგი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც.


sendგაზიარება
commentკომენტარები